სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
5 Stars
1
4 Stars
0
3 Stars
0
2 Stars
0
1 Stars
0
5 Stars
1
4 Stars
0
3 Stars
0
2 Stars
0
1 Stars
0
5 Stars
1
4 Stars
0
3 Stars
0
2 Stars
0
1 Stars
0
5 Stars
1
4 Stars
0
3 Stars
0
2 Stars
0
1 Stars
0
5 Stars
1
4 Stars
0
3 Stars
0
2 Stars
0
1 Stars
0

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ ქართველი ოქრომჭედლების მიერ შესრულებული 600-მდე ხელოვნების შედევრი. ამ კოლექციაში წარმოდგენილია ქართული კულტურის განვითარება ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულიდან მოყოლებული ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის ჩათვლით. ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროსა და ვერცხლის შესანიშნავი სამკაულები - დიადემები, თავსაბურავები, საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები და ბეჭდები, ასევე ოქროს, ვერცხლისა და შუშის თასები, მცირე ზომის ქანდაკებები, სარიტუალო ნივთები, იარაღები და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი.


მისამართი: რუსთაველის გამზ. 3, თბილისი.

ტელ: (+995 32) 2998022

http://www.museum.ge/


მუშაობის საათები
სამშაბათი-კვირა: 11-დან 17 საათამდე
ჯანაშიას მუზეუმი და ეროვნული გალერეა: 10-დან 18 საათამდე
დაკეტილია: ორშაბათობით და ოფიციალური დღესასწაულების დროს

ბილეთების ფასი განსხვავდება მუზეუმების მიხედვით:

მოზრდილები: 1.50 დან -5 ლარამდე
სტუდენტები: 1 ლარი
18 წლამდე: 0.5 ლარი
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ჳჩჴმ წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმის თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, 6 წლამდე ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველ პირთათვის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.


ტურები გიდის თანხლებით
გიდის მომსახურება შესაძლებელია თითქმის ყველა მუზეუმში ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. უმჯობესია წინასწარი დაჯავშნა.
10 კაცამდე ჯგუფისთვის: 10 დან-25 ლარამდე (მუზეუმების მიხედვით)

ადგილმდებარეობა რუკაზე

<< უკან